The U.S. Albums
The U.S. Albums — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ალბომების კომპილაცია, გამოცემული 2014 წლის 21 იანვარს. მასში შეტანილია ჯგუფის ამერიკული ალბომები, გამოცემული 1964-1970 წლებში. კომპილაცია გამოიცა აშშ-ში, ჯგუფის იქ ვიზიტის, ისევე, როგორც პირველი ამერიკული ალბომის Meet the Beatles! საიუბილეოდ.[3] დისკების სიაკრებულში შეტანილია Capitol Records-ის მიერ აშშ-ში გამოცემული ცამეტივე ალბომი. აქედან რვა მანამდე გამოიცა The Capitol Albums, Volume 1-სა Volume 2-ში. კრებულში წარმოდგენილია ყოველი ალბომის მონო და სტერეო ვერსიები. გამონაკლისია The Beatles' Story და Hey Jude, რომლებიც მხოლოდ სტერეო გამოცემებია. ამასთან, ეს ორი ალბომი, აგრეთვე Yesterday and Today, A Hard Day's Night-ის და Revolver-ის აშშ გამოცემები ამ კრებულში პირველად არის წარმოდგენილი CD-ზე.
გამორჩეული მიქსებითითქმის ყველა შემთხვევაში, წყაროს სახით რემასტერინგის დროს გამოიყენებოდა EMI-ს მიერ Capitol-ისთვის მიწოდებული მასტერ-ფირები. სხვადასხვა შემთხვევაში, შეიქმნა ახალი მიქსები, რომლებიც ამ გამოცემისთვის უნიკალურია. იქ, სადაც Capitol მონოვერსიაში იყენებდა მონოდ გარდაქმნილ სტერეოს (Meet The Beatles, Help! და The Early Beatles), ახალ გამოცემაში გამოიყენება 2009 წლის მონომიქსები. იქ, სადაც Capitol იყენებდა დუოფონურ სტერეომიქსს, აქ გამოიყენება ახალი სპეციალური სტერეომიქსი. ბრიტანეთში გამოცემული Help!-ის და Rubber Soul-ის შემთხვევაში გამოიყენეს 1987 წლის სტერეომიქსი, 2009 წლის რემასტერის სახით.[4] The Beatles' Second Album
Something New
A Hard Day's Night
Beatles '65
Rubber Soul
Yesterday and Today
Charts
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Information related to The U.S. Albums |
Portal di Ensiklopedia Dunia