Christmas Tree (ლედი გაგას სიმღერა)
Christmas Tree (ქართ. საშობაო ნაძვის ხე) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. იგი გამოვიდა 2008 წლის 16 დეკემბერს ციფრული ჩამონატვირთის ფორმატში. სიმღერის ავტორები არიან გაგა და რობ ფუსარი, ხოლო პროდიუსერები - მარტინ კირსცენბაუმი და Space Cowboy. სიმღერა ჩაწერილია დიჯეი და პროდიუსერ Space Cowboy-სთან ერთად. იგი არის საშობაო სიმღერა საცეკვაო პოპის და სინთპოპის სტილში. სიმღერამ მიიღო არათანმიმდევრული კრიტიკა კრიტიკოსების მხრიდან. მათ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტი. 2009 წლის იანვარში სიმღერამ დაიკავა 79-ე ადგილი კანადის ცხელ ასეულში, მე-18 ადგილი იაპონიის ციფრული სიმღერები ჩარტში, ხოლო 2010 წლის ბოლოს დაიკავა 23-ე ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბილბორდის საშობაო სიმღერების ჩარტში. 2009 წლის დეკემბერში ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ზე ხელმისაწვდომი იყო უფასოდ აქციაში "25 Days of Free". სიმღერა შესულია რამდენიმე საშობაო ალბომში. მათ შორისაა Now That's What I Call Christmas! 4. სიმღერების სია
ჩარტი
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
Information related to Christmas Tree (ლედი გაგას სიმღერა) |
Portal di Ensiklopedia Dunia