იანვარი
იანვარი (ლათ. Ianuarius) — გრიგორიანული კალენდრის პირველი თვე. იანვარში 31 დღეა. ასე უწოდეს მას იანუსის, შესასვლელთა და გამოსასვლელთა, ყოველგვარი საწყისის რომაული ღმერთის მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. რადგან, ტრადიციულად, კონსულებს იანვარში ირჩევდნენ, ეს თვე გახდა წლის პირველი თვე, შეცვალა ამ მიმართებით მარტი. იანვრის ძველქართული სახელწოდებაა აპანი, აპნისი.
აპნისიკორნელი კეკელიძე აპნისს 4 დეკემბერი — 2 იანვრით საზღვრავდა[1]. კ. კეკელიძის აზრით[2] „აპნისი“ არის ნათესაობითი ბრუნვა (თთუე აპნისი, აპნისაჲ), სახელობითი ბრუნვა იქნება „აპანი“, რაც იგივე ავესტური აპამ, ფალაური ავან ან ახალ-სპარსული აბან არის (აქედან გამოყავთ ებრაული აბ-იც). ეს სახელი თუ მის ეტიმოლოგიას მივაქცევთ ყურადღებას (ძველ ირანულში მდინარისა და წყლის სახელთანაა დაკავშირებული[3]), უნდა მივიჩნიოთ იმ თვის სახელთა დუბლიკაციად, რომლესაც სურწყანი ეწოდება.
იანვრის მნიშვნელოვანი მოვლენები![]()
სქოლიო
Information related to იანვარი |
Portal di Ensiklopedia Dunia