შოტლანდია
შოტლანდია (შოტლ. Alba) — ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს. შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წმინდა ანდრიას დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქია ედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელების თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ. გეოგრაფია![]() შოტლანდია ბრიტანეთის კუნძულის მესამედზე მეტია და როგორც თავად კუნძულის, ასევე ევროპის ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ფართობი 78 772 კმ² -ია და მისი ერთადერთი სახმელეთო მოსაზღვრე ინგლისია 96 კილომეტრზე. ატლანტის ოკეანე დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთის ზღვა აღმოსავლეთიდან ეკვრის. კუნძული ირლანდია სულ რაღაც 30 კილომეტრშია შოტლანდიის სამხრეთი სანაპიროებიდან. ნორვეგია კი 305 კილომეტრშია აღმოსავლეთით, ხოლო ფარერების კუნძულები 270 კილომეტრში ჩრდილოეთით. შოტლანდიის უმაღლესი მწვერვალია ბენ-ნევისი, უდიდესი მდინარე კი თეია, რომელიც 190 კილომეტრის სიგრძეზე მოედინება.
ისტორიაშოტლანდიის ისტორია დაახლოებით 10 000 წლის წინ იწყება, ანუ როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ამ ტერიტორიაზე დასახლება უკანასკნელი გამყინვარების დასასრულს. ბრინჯაოს ხანისა და რკინის ხანის ცივილიზაციების არსებობაზე ქვეყანაში უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა მეტყველებს. შოტლანდიის წერილობითი ისტორია კუნძულზე რომაელების შემოსვლით იწყება, როდესაც რომმა ინგლისისა და უელსის ტერიტორია დაიპყრო და ბრიტანია უწოდა. ჩრდილოეთით კი კალედონიად წოდებული მხარე რჩებოდა, რომელიც რომაელებმა ვერ დაიპყრეს. მისი ტერიტორია პიქტებით იყო დასახლებული, რომლებიც ზღვას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს მნიშველობას ანიჭებდნენ. შოტლანდიის ხელსაყრელ საზღვაო-სავაჭრო ადგილას მდებარეობის გამო, ადგილობრივ ვაჭრებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთ და აღმოსავლეთ ბალტიის ქვეყნებთან. ასევე ირლანდიასთან, საფრანგეთთან და აქედან უკვე მთელ ევროპასთან. 1707 წლის უნიისა და ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შოტლანდია ევროპაში კომერციული, ინტელექტუალური და სამრეწველო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაშოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები ძირითადად ინგლისთან წარმოებდა XIII-XIV საუკუნეებში. პირველი ომი 1296 წელს ატყდა ინგლისის მიერ შოტლანდიის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის გამო და 1332 წელს ედინბურგ-ნორთონმფთონის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. მეორე ომი 1332-1337 წლებში წარმოებდა და ბერვიქის შეთანხმებით დაზავდნენ მხარეები. ხსენებული ომები შოტლანდიელი ხალხისთვის ისტორიულად ყველაზე მძიმე მომენტად მიიჩნევა. ორივე ომის დასრულებისას შოტლანდია თავისუფალ ქვეყნად რჩებოდა. ომში მშვილდ-ისრები აქტიურად გამოიყენებოდა, რაც შუა საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოებისას აუცილებელ იარაღად მიიჩნევა. 2014 წელს ისტორიაში პირველად ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, მაგრამ ამ იდეამ მოსახლეობის მხოლოდ 44,7%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ენაშოტლანდიის ოფიციალური ენებია: ინგლისური და გელურ-შოტლანდიური ენა. შოტლანდიის დიდი ნაწილი ინგლისურად ლაპარაკობს, შოტლანდიურს კი დასავლეთის კუნძულების მცხოვრებნი იყენებენ. არის მესამე ენაც, ე.წ. ქვემო შოტლანდიური, რომელიც გერმანიკული ჯგუფისაა და ინგლისურთან საკმაოდ ახლოს დგას. გალერეა
რესურსები ინტერნეტში![]() ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Information related to შოტლანდია |
Portal di Ensiklopedia Dunia