სპუტნიკ-2
„დედამიწის მეორე საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი“ ცნობადი არაოფიციალური სახელით „სპუტნიკ-2“ (რუს. «Спутник-2»), თანამგზავრის კოდოდური აღნიშვნაა „პს-2“ (რუს. «ПС-2», «Простейший Спутник-2») — დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი (დხთ), საბჭოთა კოსმოსური აპარატი, რომელიც საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ფარგლებში გაშვებულ იქნა ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. დხთ-ზე იმყოფებოდა პირველი ცოცხალი არსება — ძაღლი სახელად „ლაიკა“. თანამგზავრი გაეშვა ოქტომბრის რევოლუციის 40 წლისთავის საპატივცემულოდ, სკკპ ცკ-ის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი მითითებით. დხთ-ს მიზანი იყო ატმოსფეროს ზედაფენების მეცნიერული კვლევა, აგრეთვე კოსმოსურ სივრცეში სიცოცხლის ფიზიკური პროცესებისა და პირობების შესწავლა. მეორე საბჭოთა დხთ წარმოადგენდა რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურს, რომელშიც მოთავსებული იყო კონტეინერები სამეცნიერო აპარატურით. მეორე ხელოვნურ თანამგზავრზე იყო:
აღნიშნული აპარატურის, საცდელი ცხოველისა და ელექტროკვების წყაროების საერთო წონა 508.3 კგ-ს შეადგენს. თანამგზავრმა მიიღო ორბიტული სიჩქარე დაახლოებით 8 კმ/წმ. თანამგზავრის ერთი სრული შემოვლის დრო შეადგენდა დაახლოებით 1 საათსა და 492 წუთს; ორბიტის დახრის კუთხე ეკვატორის სიბრტყისადმი უდრის დაახლოებით 65°.[1] რესურსები ინტერნეტშისქოლიოInformation related to სპუტნიკ-2 |
Portal di Ensiklopedia Dunia