სამოთხის კარი (A-303)

სულხან-საბა ორბელიანისსამოთხის კარის“ ხელნაწერი A-303 ავტორის ავტოგრაფულ ნუსხას წარმოადგენს, გადაწერილია თავად სულხან-საბას მიერ. „სამოთხის კარი“ კითხვა-მიგებით დაწერილი მოძღვრებაა. ეს ხელნაწერი ავტორის უბის წიგნაკი უნდა ყოფილიყო; მასში მისივე ხელით შეტანილია სხვა მასალა, რომელიც შეიცავს ლოცვებს, ღვთისმსახურებასტან დაკავსირებულ საკითხებს.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 90 ფურცელს, რომელთა ზომებია 20,8X11 სანტიმეტრი. ტექსტი შესრულებულია მხედრული დამწერლობით. ადგილ-ადგილ შესწორებულია ავტორის მიერ, რასაც მოწმობს ქარალდის ვიწრო ნაჭრები, რომლებიც წიგნაკშია ჩაკრული.

„სამოთხის კარის“ ეს ხელნაწერი დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-303).

ლიტერატურა

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 89

Information related to სამოთხის კარი (A-303)

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya