მიგელ I
მიგელ I (პორტ. Miguel I de Bragança; დ. 26 ოქტომბერი, 1802, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 14 ნოემბერი, 1866, კარლსრუე, გერმანია) — გაერთიანებული პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვის მე-3-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1828 -1834 წლებში. ჟუან VI-ის და კარლოტა ჟოაკინა ესპანელის შვილი. დაიბადა პორტუგალიაში, მაგრამ 1807 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბრაზილიაში, სადაც გაატარა ბავშვობა. ჟუან VI-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უფროსმა ძმამ ბრაზილიის იმპერატორმა პედრუ I-მა, პორტუგალიის სამეფო ტახტზე უარი თქვა, მაგრამ არა მიგელის, არამედ საკუთარი შვილის 7 წლის მარიას სასარგებლოდ. მარია გამოაცხადა საზღვარგარეთ მყოფი მიგელის დანიშნულად და მიგელი მის რეგენტად. 1828 წელს მიგელი დაბრუნდა პორტუგალიაში მოაწყო გადატრიალება, მარია გადააყენა და თავი გამოაცხადა მეფედ. მარია ქვეყნიდან გაიქცა. პედრუს, მარიას და მიგელის მომხრეებს შორის გამართულ ბრძოლას საბოლოოდ 1834 წელს მარიას მეორედ გამეფება მოჰყვა. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
Information related to მიგელ I |
Portal di Ensiklopedia Dunia