ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012: სტადიონებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ევრო 2012) — უეფას მიერ ჩატარებული რიგით მე–14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლებენ უკრაინა და პოლონეთი 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანა პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს. სტადიონებიდონეცკისა და ხარკივის გარდა ყველა მასპინძელი ქალაქი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია (ხარკოვმა 2009 წლის სექტემბერში დნეპროპეტროვსკი ჩაანაცვლა). მასპინძლობისათვის აუცილებელია გზებისა და ტრანსპორტის ხაზების მოდერნიზაცია. საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საჭიროა სტადიონების აშენება: რვიდან ექვსი სტადიონი აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ხოლო ორში (პოზნანი და ხარკივი) დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტარდება. რვიდან სამი სტადიონი მიიღებს უეფა-სგან უმაღლესი კატეგორიის სტატუსს. 1992, 1996 და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატების მსაგვსად ერთი ჯგუფის თამაშები ორ სტადიონზე გაიმართება.
სქოლიო
Information related to ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012: სტადიონები |
Portal di Ensiklopedia Dunia